დაშვების სისტემები

EZVIZ C3C გარე გამოყენების WiFi კამერა – მიმოხილვა

EZVIZ C3C გარე გამოყენების WiFi კამერა – მიმოხილვა

გამოქვეყნებულია: 21-09-2017

WiFi კამერა “იზივიზ” (EZVIZ) C3C

 

EZVIZ C3C სამეთვალყურეო WiFi კამერა მოსახერხებელია როგორც შიდა ასევე გარე გამოყენებისთვის. კამერასთან დაკავშირება ხდება Wi-Fi-ს მეშვეობით და არ საჭიროებს არანაირ დამატებით კაბელს. EZVIZ-ის მოწყობილობები არის შექმნილი სამომხმარებლო სეგმენტისთვის, რაც ნიშნავს, რომ მათი დაყენება და გამოყენება ყველაზე “არატექნიკურ” პირსაც შეუძლია. EZVIZ-ის კამერასთან დასაკავშირებლად დაგჭირდებათ EZVIZ აპლიკაცია, რომელიც შეგიძლიათ გადმოწეროთ უფასოდ Google Play-დან ან App Store-დან.

 

 


  

ოპტიმალური კუთხე – რეგულირებადი კორპუსის მეშვეობით თქვენ შეძლებთ ოპტიმალური ხედვის კუთხის დაყენებას.

WiFi უსადენო კავშირი – თქვენ არ დაგჭირდებათ ქსელის კაბელის გაყვანა კამერის გამოსაყენებლად.

IP66 სტანდარტის კორპუსი – C3C კამერა დაცულია მტვრისგან და წლისგან, შესაბამისად მისი გამოყენება შეგიძლიათ ნებისმიერ პირობებში (-30ºC -დან + 60ºC -მდე).

ღამის ხედვა – ინფრა წითელი სენსორის საშუალებით კამერა აფიქსირებს გამოსახულებას 30 მეტრის რადიუსში.

   


  

სამომხმარებლო ბრენდი “იზივიზი” (EZVIZ)

 

სამომხმარებლო ბრენდი “იზივიზი” (EZVIZ) შეიქმნა Hikvision-ის, ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების წარმოებაში მსოფლიო ლიდერის მიერ. EZVIZ-ის ბრენდი ფოკუსირებულია სახლის უსაფრთხოების “ჭკვიან” ელექტრო-მოწყობილობებზე, როგორიცაა: WiFi სამეთვალყურეო კამერები, საგანგაშო სისტემები, გარემოს სენსორები და უსაფრთხოების სისტემის სხვა აქსესუარები.

 

C3C WiFi კამერა – აქტივაციის ნაბიჯები

  1. ჩამოტვირთეთ EZVIZ აპლიკაცია Android ან iOS სმარტფონებისთვის.
  2. თუ გსურთ გამოსახულების ჩაწერა, მაშინ კამერაში დაამატეთ MicroSD ბარათი.
  3. შეუერთეთ USB ადაპტერი კვების ბლოკს.
  4. დაასკანირეთ კამერაზე მოთავსებული QR კოდი EZVIZ-ის აპლიკაციის მეშვეობით.
  5. შეიყვანეთ თქვენი სახლის Wi-Fi პაროლი EZVIZ-ის აპლიკაციაში.
  6. მიჰყევით ეკრანზე მოცემულ ინსტრუქციას, რათა დაიწყოთ ვიდეოს ჩაწერა.

 

 

 

EZVIZ აპლიკაციის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ C3C კამერას Wi-Fi-ს მეშვეობით და შეცვალოთ სხვადასხვა პარამეტრი. ამასთან აპლიკაციით შეგიძლიათ პირდაპირ რეჟიმში უყუროთ გამოსახულებას ან მეხსიერების ბარათის ქონის შემთხვევაში ჩაიწეროთ სასურველი კადრები.

 

 

 

 

დასკვნა – WiFi კამერა EZVIZ C3C

 

EZVIZ C3C სამეთვალყურეო WiFi კამერა არის ოპტიმალური არჩევანი მათთვის, ვისაც სურს სათვალთვალო კამერის დაყენება ზედმეტი კაბელების გაყვანის და ტექნიკური ინსტალაციის გარეშე. C3C კამერის დაყენება ნებისმიერ პიროვნებას შეუძლია. სულ რაღაც 5 წუთში იგი მზად არის ცოცხალ რეჟიმში ადევნოთ თვალი სასურველ ლოკაციას ან ჩაიწეროთ გამოსახულება სურვილისამებრ. ამისთვის თქვენ დაგჭირდებათ MicroSD ტიპის ბარათი (რომელიც შეგიძლიათ დამატებით შეიძინოთ ჩვენთან), რომლის მაქსიმალური მეხსიერების მოცულობა უნდა იყოს 128 GB. დღეში 8 საათის ხანგრძლივობის ვიდეოს ჩაწერის შემთხვევაში, C3C კამერას 32 GB მეხსიერების ბარათით შეუძლია ჩაიწეროს 12 დღე, 64 GB ბარათით 24 დღე, ხოლო 128 GB ბარათის შემთხვევაში 48 დღე.

 

გამოგვყევით:

კონტაქტი

(+995 32) 251 88 81
info@hiwatch.ge
ბოხუას ქ. 4

HIWATCH.GE

HiWatch სათვალთვალო კამერები გამოირჩევა კონკურენტული ფასებით, მაღალი ხარისხის კომპონენტებით და ხარისხის კონტროლით, რასაც უზრუნველყოფს Hikvision-ის მრავალწლიანი გამოცდილება უსაფრთხოების სისტემების ბაზარზე.

© NeoTech, LTD. • ყველა უფლება დაცულია.