დაშვების სისტემები

ვიდეო დომოფონი კომფორტული შეზღუდული დაშვებისთვის

ვიდეო დომოფონი კომფორტული შეზღუდული დაშვებისთვის

გამოქვეყნებულია: 11-01-2018

ვიდეო დომოფონი არის ინტერქომის სისტემის მოწყობილობა, რომელიც მოთავსებულია შენობის შესასვლელთან და მისი მეშვეობით შესაძლებელია შენობაში მყოფ პირებთან დაკავშირება (ხშირ შემთხვევაში შენობაში შესვლის ნებართვის ასაღებად).

 

ვიდეო დომოფონის მთავარი ფუნქციაა გარეთ მყოფი პიროვნების იდენტიფიცირება და სურვილისამებრ დიალოგის წამოწყებაც, რის შემდეგაც გარეთ მყოფ პიროვნებას მიეცემა ან არ მიეცემა შენობაში შესვლის უფლება.

 

მოწყობილობა – ვიდეო დომოფონი

  

ვიდეო დომოფონი შედგება გარე და შიდა გამოყენების ელემენტებისგან: გარე პანელი, რომელიც შენობის შესასვლელთან თავსდება, ელექტრონული საკეტის გამხსნელი და შიდა მონიტორი.

  • გარე პანელი მონტაჟდება შესასვლელ კართან ან ჭიშკართან და შეუძლია ფუნქციონირება ნებისმიერი სახის კლიმატში. მას აქვს ღილაკი (ან ღილაკები), რათა განახორციელოთ ზარები (ხშირ შემთხვევაში თითო ღილაკი სხვადასხვა ტელეფონს უკავშირდება), მიკრო კამერა, რომელიც უზრუნველყოფს ღამის ხედვას და მიკროფონი რათა შესაძლებელი იყოს ორმხრივი საუბარი.
  • მონიტორი საშუალებას აძლევს შიგნით მყოფ პიროვნებას დაინახოს თავისი სტუმარი, დაელაპარაკოს მას და სურვილისამებრ შემოუშვას შენობაში.
  • შენობაში დამონტაჟებული მონიტორი უზრუნველყოფს გარეთ მდგომი პიროვნების გამოსახულების ჩვენებას, აქვს მიკროფონი და ასევე ღილაკი სურვილის შემთხვევაში კარის გასაღებად.

 

 

  * ვიდეოში აღწერილია Hikvision-ის ჭკვიანი ინტერქომის სისტემა

 

ავტომატური ოპერაციები

 

ვიდეო დომოფონის გარე პანელში დამონტაჟებული კამერა ავტომატურად იწყებს გადაღებას და გამოსახულება ჩნდება შენობაში მდებარე მონიტორზე, როცა სტუმარი აწვება გარე პანელის ღილაკს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი ფუნქცია ვიდეო დომოფონებში. ამასთან შენობაში მყოფ ადამიანს დისტანციურად, ერთი ღილაკის დაჭერით შეუძლია კარის გაღება ან გარეთ მდგომ პიროვნებასთან საუბრის დაწყება.

 

კარის გაღების სისტემა წვდომის კონტროლით

 

ხშირად ვიდეო დომოფონის სისტემაში ინტეგრირებულია დამატებითი დაშვების მოწყობილობები, რომელთა საშუალებით გარეთ მყოფ პირი ავტომატურად იღებს პერიმეტრზე შესვლის უფლებას. მსგავსი გადაწყვეტილებების ყველაზე გავრცელებული სახეებია დაშვების ბარათები, თითის ანაბეჭდი და პაროლები.

 

ადაპტაციური მოწყობილობა

 

საკმაოდ ბევრი მოწყობილობა არსებობს იმისთვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის პირებს გაუადვილოს ცხოვრება. სწორედ ამიტომ ხშირ შემთხვევაში გარე პანელებს აქვთ ხმის ამომცნობი ფუნქციებიც, რომლებიც ავტომატურად აღებენ კარს. სმენადაქვეითეული ადამიანებისთვის გარე პანელს აქვს დიდი ეკრანი, რომელზეც გამოსახულია წარწერები კომუნიკაციის შემთხვევაში.

 

დასკვნა – ვიდეო დომოფონი

 

ვიდეო დომოფონი საკმაოდ კომფორტული და სასურველი მოწყობილობაა შეზღუდული დაშვების სისტემისთვის. დომოფონის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ პიროვნების იდენტიფიკაცია, კომუნიკაცია და ამასთან დისტანციურად მისი ტერიტორიაზე შეშვება.

გამოგვყევით:

კონტაქტი

(+995 32) 251 88 81
info@hiwatch.ge
ბოხუას ქ. 4

HIWATCH.GE

HiWatch სათვალთვალო კამერები გამოირჩევა კონკურენტული ფასებით, მაღალი ხარისხის კომპონენტებით და ხარისხის კონტროლით, რასაც უზრუნველყოფს Hikvision-ის მრავალწლიანი გამოცდილება უსაფრთხოების სისტემების ბაზარზე.

© NeoTech, LTD. • ყველა უფლება დაცულია.