Blog

EZVIZ C2C WiFi ძიძა კამერა – მიმოხილვა

EZVIZ C2C WiFi ძიძა კამერა – მიმოხილვა

Posted on: 09-08-2017

EZVIZ C2C WiFi ძიძა კამერა არის Cloud კამერა, რაც ნიშნავს, რომ ის შეგიძლიათ მართოთ ნებისმიერი ლოკაციიდან, სადაც არის ინტერნეტთან წვდომა. ეს არის მცირე ზომის და წონის (120 გრამი) მქონე მოწყობილობა. 

C2C აღჭურვიილია ¼ სენსორით და 1 მეგაპიქსელი რეზოლუციით, რომელიც საშულებს იძლევა მოგვცეს გამოსახულება 1280 x 720 პიქსელი რეზოლუციით. ამ კამერას ასევე აქვს WDR (Wide Dynamic Range) ციფრული მხარდაჭერა.

ეს კამერა EZVIZ-ის მიერ აღჭურვილია ინფრა-წითელით, რაც სუშალებას აძლევს კამერას, რომ სიბნელეშიც გადაიღოს. ასევე ამ კამერის ინფრა-წითელს შეუძლია 5 მეტრის მანძილზე გამოსახულების ჩვენება. EZVIZ ასევე გვთავაზობს ავტომატურად გადართვის საშუალებას, რაც საშუალებას აძლევს ინფრა-წითელს რომ სინათლის ნაკლებობითთ შემთხვევაში თავისით გადავიდეს ინფრა-წითელ რეჟიმზე და ა.შ.

იმისათვის რომ ინტერნეტს დაუკავშირდეს, C2C-ს ჭირდება Wifi მხარდაჭერა. EZVIZ გვთავაზობს 2.4 გეგაჰერც WiFi მხარდაჭერას, 802.11 b / g / n სტანდარით C2C-სთვის.

EZVIZ C2C-ს არ აქვს შიდა მეხსიერება, თუმცა EZVIZ უზრუნველყოფს ერთ Micro SD ჩასდებ ადგილს, რათა შესაძლებელი იქნას დამატებითი მეხსიერების ინსტალაცია. C2C კონკრეტული მოდელი Micro SD 128 GB-მდე მეხსიერების გამოყენების საშუალებას იძლევა.

 

რა ნაწილები მოყვება კამერას:

EZVIZ C2C-ის მოყვება დამატებითი ნაწილები, რომლებიც გაგიმარტივებთ მის გამოყენებას:

  • კვების ბლოკი.
  • კაბელი (USB to Micro USB).
  • Foam Sticker (იმისავის რომ დაამაგროთ კამერა ჰორიზონტალურ ზედაპირზე, მაგალითად მაგიდაზე).
  • რკინის თეფში (მაგნიტის მეშვეობით შეგიძლიათ დაამაგროთ კამერა ვერტიკალურ ზედაპირზე).
  • დამონტაჟებისა და გამოყენების ინსტრუქცია.

ის ნაწილები, რომლებიც მოყვება C2C არის სრულიად საკმარისი მისი გამართულად მუშაობისთვის. ერთადერთი რაც მოწყობილობას აკლია არის ბოლტები და ჭანჭიკები, რათა რკინის თეფშის დამაგრება შესაძლებელი იყოს კედელზე, თუმცა საბედნიეროდ ამ მოწყობილობაზე ნებისმიერი სახის ჭანჭიკი თუ ბოლტი ერგება და მათი ძებნა რთული არ უნდა იყოს

 

EZVIZ C2C WiFi ძიძა კამერის გამოყენება:

გამოყენების გამარტივება არის მთავარი მიზანი, რომლის მიღწევასაც EZVIZ ცდილობს, როდესაც იგი გვთავაზობთ Cloud კამერების სერიას.

  1. პირველი ნაბიჯი კამერის გამოყენებაში არის მისი სასურველ ადგილას მოთავსება, ხოლო შემდეგ მისი კვების ბლოკთან შეერთება. C2C კამერა იღებს ენერგიას Micro USB შემაერთებლიდან, რაც საშუალებას აძლებს მომხმარებელს, რომ კვების ბლოკად აქციოს ნებისმიერი მოწყობილობა რომელსაც USB მხარდაჭერა აქვს.
  2. მას შემდეგ, რაც კამერა უკვე სასურველ ადგილასა არის განთავსებული და შეერთებულია კვების ბლოკთან, მომხმარებელმა უნდა ჩამოტვირთოს EZVIZ-ის აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც Android-ზე, ასევე iOS ოპერაციულ სისტემაზე. დააკავშიროს მოწყობილობა კამერასთან, მის ქვეშ მოთავსებული QR კოდის სკანირების მეშვეობით.
  3. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურის დასრულების შემდგომ, მომხმარებელი აკავშირებს კამერას ინტერნეტთან Wifi-ს მეშვეობით და ამის შემდეგ უკვე შესაძლებელია კამერის სრულფასოვნად გამოყენება.

 

ქვემოთ ფანჯარაში შეგიძლიათ იხილოთ C2C კამერის გამოყენების ვიდეო ინსტრუქცია:

 

 

გაითვალისწინეთ, რომ კამერა სასურველია მოათავსოთ ისეთ ადგილას, სადაც WiFi სიგნალი მაქსიმალურად ეფექტურად მიეწოდება.

მონოტორინგის სრული სისტემის ფუნქციასთან დაკავშირება შეიძლება EZVIZ-ის აპლიკაციის მეშვეობით. მომხმარებელს საშუალება აქვს კამერის საშუალებით პირდაპირ ეთერში თვალყური ადევნოს მოვლენებს

C2C აღჭურვილია მიკროფონითა და სპიკერით, რაც უზრუნველყოფს ორმხრივ კომუნიკაციას.

 

დასკვნა:

EZVIZ C2C კამერის ფასი არის 146 ლარი, რაც საკმაოდ კონკურენტული ფასია მსგავსი ფუნქციების მქონე Cloud კამერისთვის. C2C კამერა მოსახერხებელია ნებისმიერი ოთახის სათვალთვალოდ, EZVIZ-ის აპლიკაცია კი გაცილებით ამარტივებს ამ კამერის ფუნქციონალის მაქსიმალურად გამოყენებას.


HiWatch.ge – HiWatch-ის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში

Follow Us:

Contacts

(+995 32) 251 88 81
info@hiwatch.ge
Bokhua Str. 4

HIWATCH.GE

HiWatch სათვალთვალო კამერები გამოირჩევა კონკურენტული ფასებით, მაღალი ხარისხის კომპონენტებით და ხარისხის კონტროლით, რასაც უზრუნველყოფს Hikvision-ის მრავალწლიანი გამოცდილება უსაფრთხოების სისტემების ბაზარზე.

© NeoTech, LTD. • All Rights Reserved.