Blog

თამაშდება სპორტული კამერა EZVIZ S1C

თამაშდება სპორტული კამერა EZVIZ S1C

Posted on: 30-10-2017

ისმინეთ სრულიად საქართველოს მოქალაქენო!

 

HiWatch.Ge აცხადებს კონკურსს, რომელშიც თქვენ შესაძლებლობა გაქვთ გახდეთ EZVIZ S1C სპორტული კამერის მფლობელი.

კონკურსის წესები მარტივია. მონაწილეობისთვის საჭიროა გადაიღოთ მცირე ზომის ვიდეო, სპორტული ან შემოქმედებითი აქტივობით, რომელსაც განვათავსებთ ჩვენს Facebook გვერდზე. ვიდეო, რომელიც მიიღებს ყველაზე მეტ მოწონებას + გაზიარებას დასახელდება გამარჯვებულად და მიიღებს იზივიზის S1C სპორტულ კამერას.

 

მეტად კონკურენტული გარემოსთვის, კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება შემდეგი ფორმულით: 

 

 

სურათის მოწონებას ან სხვა ნებისმიერ რეაქციას ექნება კოეფიციენტი – 1, ვიდეოს გაზიარებას კი – 2. მაგალითად, თუ თქვენმა ვიდეომ დააგროვა 1000 მოწონება/რეაქცია და 200 გაზიარება, თქვენი საკონკურსო ქულა იქნება 1000 + 2 x 200 ანუ 1400.

გაითვალისწინეთ, საბოლოო ქულაში ჩაითვლება მხოლოდ ის რეაქციები და გაზიარებები, რომლებიც გაკეთდა ვიდეო პოსტზე. ანუ, შეფასებისას უნდა გახსნათ ვიდეო ფაილი და შემდეგ შეაფასოთ.

 

კონკურსში მონაწილეობის წესები:

  

  1. მოიწონეთ HiWatch.ge-ს Facebook გვერდი.
  2. საჯარო სტატუსით გააზიარეთ ჩვენი პოსტი კონკურსის შესახებ ჰეშთეგით #იზივიზი.
  3. გადაღებული ვიდეო გამოგვიგზავნეთ პირად შეტყობინებაში HiWatch.ge-ს Facebook გვერდზე.
  4. გადაღებული ვიდეოს ხანგრძლივობა უნდა იყოს მაქსიმუმ 1 წუთი (+- 30 წამი).
  5. ვიდეოს გამოგზავნა შეუძლია ნებისმიერი ასაკის მონაწილეს.
  6. ვიდეოში აუცილებლად უნდა იყოს დაცული ცენზურა.
  7. არ არის სავალდებულო საკონკურსო ვიდეო იყოს გადაღებული სპორტული კამერით. მიიღება როგორც ტელეფონით ასევე ვიდეო კამერით გადაღებული ვიდეოები.

 

 

შეზღუდვები კონკურსში მონაწილეებისთვის:

  1. საკონკურსო ქულის გამოთვლისას ჩაითვლება მხოლოდ HiWatch.ge-ს Facebook გვერდზე ატვირთული ვიდეოს მოწონებები / გაზიარებები.

 

კონკურსის ვადები:

  

ვიდეოების მიღება შეწყდება 3 დეკემბერს 24:00 საათზე. თქვენი ვიდეოები HiWatch.ge-ს Facebook გვერდზე განთავსებული იქნება 4 დეკემბრისთვის და ამ მომენტიდან შეგეძლებათ დააგროვოთ მოწონებები / გაზიარებები. მოწონებების / გაზიარებების დაგროვება შეწყდება 17 დეკემბერს 24:00 საათზე20 დეკემბერს გამოვავლენთ გამარჯვებულს, რომელსაც კამერას გადავცემთ საზეიმო ვითარებაში ჩვენს ოფისში.

 
იმისათვის, რომ წარმოდგენა გქონდეთ დაახლოებით რა ტიპის ვიდეოების გამოგზავნა შეგეძლებათ, გთავაზობთ მოკლე ვიდეო კოლაჟს სხვადასხვა აქტივობებით.

 

გისურვებთ საინტერესო ვიდეოების გადაღებას !

  


 

Follow Us:

Contacts

(+995 32) 251 88 81
info@hiwatch.ge
Bokhua Str. 4

HIWATCH.GE

HiWatch სათვალთვალო კამერები გამოირჩევა კონკურენტული ფასებით, მაღალი ხარისხის კომპონენტებით და ხარისხის კონტროლით, რასაც უზრუნველყოფს Hikvision-ის მრავალწლიანი გამოცდილება უსაფრთხოების სისტემების ბაზარზე.

© NeoTech, LTD. • All Rights Reserved.