Turbo HD კამერა - HiWatch.ge

რა არის Turbo HD?

Turbo HD კამერები არის HD-TVI ტექნოლოგიის მქონე (high definition transport video interface) CCTV უსაფრთხოების კამერების ახალი სერია, რომელიც Hikvision-მა გამოუშვა. Turbo HD კამერა არის ძალიან დიდი ნახტომი ანალოგური ტექნოლოგიიის სფეროში – მას შეუძლია ჩაწეროს HD 1080p რეზოლუციის გამოსახულება კოაქსიალური კაბელის მეშვეობით! წარმოგიდგენთ იმ უპირატესობებს რაც Turbo HD კამერებს გააჩნიათ:


Turbo HD კამერა – უპირატესობები:

ერთერთი ყველაზე დიდი უპირატესობა რაც Turbo HD კამერებს გააჩნიათ არის დაბალი ფასი ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის. მათ, ვისაც ახალი უსაფრთხოების სისტემის დამონტაჯება გსურთ ან უბრალოდ არსებულის განახლება გინდათ. ისეთ ბიზნესებს, რომლებსაც უკვე გაყვანილი აქვთ კაბელები და არ უნდათ, რომ დამატებითი ინვესტიცია ჩადონ IP კამერების დამონტაჟებაში, Turbo HD გთვაზობთ ფანტასტიურ საშუალებას არსებული ინფრასტრუქტურის უტილიზაციისთვის სრულიად თანამედროვე HD სისტემით.

ახალ მომხმარებლებს, Turbo HD გთავაზობთ უნიკალურ ვარიანტებს ისეთი ბიზნესებისთვის, რომლებსაც შეზღუდული ბიუჯეტი გაქვთ. ეს ნიშნავს, რომ მცირე ბიზნესის ან საკუთარი სახლის მფლობელებს შეგიძლიათ შეიძინოთ full HD, მრავალ-კამერიანი სისტემა ისეთ ფასად, რომელიც აქამდე წარმოუდგენელიც კი იყო. ასე, რომ Hikvision-ის საშუალებით უსაფრთხოების პროდუქცია გაცილებით ფართო სამომხმარებლო სექტორისთვის გახდა ხელმისაწვდომი.


სიმარტივე

Turbo HD-ის გამოყენების სიმარტივე არის მიზეზი, რატომაც მომხმარებლები მასზე აკეთებენ არჩევანს. TurboHD კამერები იყენებენ კოაქსიალურ კაბელს, რაც რეალურად გვაძლევს შესაძლებლობას უბრალოდ შევაერთოთ DVR ჩამწერში და შევაერთოთ დენის წყაროში. Turbo HD მიყვება HD-TVI ღია სტანდარტს, რაც ნიშნავს ეს კამერები თავსებადია სხვა HD-TVI ტექნოლოგიის მოწყობილობებთან, ისევე როგორც ტრადიციულ SD ანალოგურ კამერებთან.

ამ კამერების სიმარტივე ასევე არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ისინი ასე იაფი ღირს. IP კამერების სისტემაში, სურათის პროცესირებისთვის დიდი მოცულობის კომპიუტერული სიმძლავრე იხარჯება, რათა სურათი შეინახოს თავად კამერაში. HD-TVI სისტემაში კი სურათის პროცესირება DVR-ში ხდება, თავად კამერები ხელმისაწვდომი ხდება გაცილებით დაბალ ფასად.


მრავალმხრივობა

Hikvision-ის Tribrid DVR ჩამწერები საშუალებას გაძლევთ, რომ გამოიყენოთ HD-TVI, უკვე არსებული ანალოგური და IP კამერები ერთიდაიმავე სისტემაში. თქვენ შეძლებთ ზუსტად მოარგოთ თქვენთვის სასურველი გადაწყვეტილება საჭიროებებს და გაცილებით გაიმარტივოთ ანალოგური სისტემებიდან ციფრულზე გადასხვლის პროცესი. Turbo HD კამერებს შეუძლიათ გამოიყენონ უკვე არსებული კოაქსიალური ქსელი და გაგიხანგრძლივოთ წინა ინვესტიციის ღირებულება.





დასკვნა:

Turbo HD კამერები გთავაზობთ პირდაპირ, სანდო და ფანტასტიურად იაფ გადაწყვეტილებას მრავალი სამეთვალყურეო საჭიროებისთვის. HiWatch-ის ეს შესანიშნავი პროდუქციის ხაზი უსაფრთხოების სისტემებს მასობრივად ხელმისაწვდომს ხდის, რომელიც გვთავაზობს 1080p არაკომპრესირებულ ვიდეოს კოაქსიალური კაბელის გამოყენებით, რომელიც შესაძლოა 500 მეტრამდე მანძილზე განთავსდეს.


ჩვენ გთავაზობთ HiWatch-ის Turbo HD კამერების სრულ ხაზს, საუკეთესო CCTV მყარ დისკებთან და სხვა აქსესუარებთან ერთად.

Leave Your Comment