უსაფრთხოების კამერა

4 მიზეზი თუ რატომ უნდა დააყენოთ სახლის უსაფრთხოების კამერა

სახლის უსაფრთხოების კამერები უკვე დიდი ხანია არსებობს ბაზარზე, თუმცა ბოლო რამდენიმე წელია მომხმარებლებმა აქტიურად დაიწყეს მათი დამონტაჟება სახლებში. მიზეზი კი მარტივია, უსაფრთხოების კამერა გაცილებთ უფრო იაფი, ხელმისაწვდომი და მარტივი გამოსაყენებელი გახდა.


1. დააფრთხეთ პოტენციური მძარცველები

სახლში უსაფრთხოების კამერების არსებობა, არის პირველი ნაბიჯი იმისკენ, რომ მძარცველებმა თავი შეიკავონ თქვენი სახლის გაძარცვისგან. სტატისტიკურმა ანალიზმა აჩვენა რომ პოტენციური ძარცვის ალბათობა გაცილებით მცირდება თუ სახლთან სამეთვალყურეო კამერაა დაყენებული. სათვალთვალო კამერით, თქვენ სახლს გაცილებით რთულ სამიზნეს გახდით პოტენციური მძარცველისთვის. შესაბამისად მეტად ეფექტიანი იქნება თუ უსაფრთხოების კამერას მარტივად შესამჩნევ ლოკაციაზე განათავსებთ.


2. დააფიქსირებთ ნებისმიერ პიროვნებას, ვინც თქვენს ტერიტორიაზე იმყოფება

სამეთვალყურეო კამერების ერთ-ერთი ყველაზე კარგი ფუნქციაა გამოგიგზავნოთ შეტყობინება იმ შემთხვევაში თუ თქვენს მონიშნულ ტერიტორიაზე დაფიქსირდა ადამიანის მოძრაობა. შესაბამისად თქვენ წინასწარ მიიღებთ მოახლოებული პიროვნების სურათს, რათა საჭიროების შემთხვევაში დახმარება გამოიძახოთ. მეტიც, ამ ფუნქციის საშუალებით შეძლებთ სავარძლის დატოვების გარეშე გაიგოთ ვინ დარეკა ზარი ახლახან და თავი აარიდოთ არასასურველ სტუმრებს.


უსაფრთხოების კამერა

3. თვალი ადევნეთ ბავშვებს / საყვარელ ცხოველებს

იმ შემთხვევაში თუ თქვენ გყავთ ბავშვები, უსაფრთხოების კამერა საუკეთესო საშუალებაა მათ სამეთვალყურეოდ. თქვენ ნებისმიერი ლოკაციიდან, სადაც ინტერნეტთან წვდომაა, შეძლებთ გაიგოთ უსაფრთხოდ მივიდნენ თუ არა ბავშვები სახლში ან თვალი ადევნოთ მათ ეზოში თამაშისას.

სამეთვალყურეო კამერები ასევე მოსახერხებელია, როცა თქვენს საყვარელ ცხოველს სახლში მარტო ტოვებთ. ასეთ შემთხვევაში თქვენ შეძლებთ დააკვირდეთ მათ “საიდუმლო ცხოვრებას” ან პირდაპირ რეჟიმში ესაუბროთ კამერაში ჩაშენებული სპიკერის მეშვეობით.


4. გაამყარეთ თქვენი სადაზღვევო სარჩელის მოთხოვნა

ხშირად, სადაზღვევო კომპანიამ, მოხდარი ძარცვის, ბუნებრივი მოვლენის ან ვანდალიზმის შემდეგ დამდგარი ზარალის კომპენსაციისას, შეიძლება გთხოვოთ თქვენს სახლში ყოფილი ნივთების არსებობის ვიზუალური სამხილი. სამეთვალყურეო კამერების საშუალებით თქვენ მარტივად დაამტკიცებთ თქვენი საკუთრების ზუსტ ზარალს და შესაბამისად შეგეძლებათ თვალსაჩინოება წარუდგინოთ სადაზღვევო კომპანიას.


ნახეთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სამეთვალყურეო კამერები ბმულზე.